вторник, 18 февраля 2014 г.

პროექტის სახელწოდება: 1980  წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები.
პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) : მოსწავლეები გაანალიზებენ ღუ რა არის ოლიმპიური
                                                            თამაშები, გაიგებენ ოლიმპიური თამაშების  ისტორიას , გააცნობიერებენ  ოლიმპიური თამაშების დევიზის არსს, გაიგებენ თუ რას ნიშნავს იყო ოლიმპიელი.
პროექტის აქტუალობა : ამ თემის ღრმად შესწავლით მოსწავლეები გაიგებენ 1980 წელს მოსკოვში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების  ისტორიას.
პროექტის მიზნები : კვლევის  , კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნებია უნარის განვითარება . მოსწავლეები გაიგებენ თუ სპორტის რომელ სახეობებში  ჩატარდა შეჯიბრებები მოსკოვის ოლიმპიური თამაშების დროს რომელი ქვეყნის სპორტსმენები გახდნენ ჩემპიონები და რა შედეგები აჩვენეს.
მონაწილეთა  ასაკი: 15 წ.
ვადები  / ხანგრძლივობა : 1 თვე.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიზლება შეიქმნას : შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები : ელექტრონული ჟურნალი „ მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ‘’. სხვადასხვა ცხრილები და რუბრიკები, შეიქმნება ბლოგი, რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები:
პროექტისთვის საჭირო ძრითადი რესურსები : კომპიუტერი, ინტერნეტი, ტაბახის ფურცლები, ვატმანის ფურცელი, სტენდის მასალა, თასები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ) ;საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები,  მოსწავლეთა ერთ ნაწილს დაევალებათ გაიგონ თუ სად ჩაეყარა საფუძველი ოლიმპიურ თამაშებს, მეორე ნაწილს თუ სპორტის რომელ სახეობებში ტარდებოდა შეჯიბრები -აკრიფონ საპრეზენტაციო ფაილები, მესამე ნაწილს ქართველი ოლიმპიელების შესახებ.შეიქმნება  „ მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ‘’ ელ. ჟურნალი. შემდეგ მოხდება აზრების შეჯერება და დასკვნების გამოტანა. მოეწყობა სპორტლი შეჯიბრება მოსწავლეთა მიერ შერჩეულ ოლიმპიურ სახეში,  სადაც მოიწვევენ ახლოსმდებარე სკოლის გუნდებს. გაიმართება გამარჯვებული გუნდის საზეიმო დაჯილდოება. დაწერენ პროექტის ანგარიშს და ყველა მასალას გამოაქვეყნებენ ინტერნეთში, ასევე შექმნიან კედლის სტენდს, რომელზეც განთავსდება დამუშავებული ნაწილი. პროექტის დასასრულს მოსწავლეები პროექტს წარუდგენენ სკოლის საზოგადოებას. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს, ხოლო მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; სპორტი, ისტ, ისტორია, გეოგრაფია;

პროექტის ხელმძღვანელი ; ანზორ ტეტემაძე;

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ; angira560613@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: http://gira0613.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий